კიევის შემოგარენის რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების მიუხედავად, ქალაქის ხელმძღვანელობა ადგილზე არსებულ ვითარებას მაინც საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, კიევში დაბრუნებისგან ჯერ თავი შეიკავონ. პერიოდულად ირთვება განგაშის სიგნალი, ორჯერ აფეთქების ხმაც გაისმა. რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ კიევის ოლქში მდებარე რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. დივერსანტთა გამოსავლენად მოწყობილია საგუშაგოები, სადაც ყველა გამვლელს მკაცრად ამოწმებენ. დედაქალაქი მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაცლილია. დღეს კიევში სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად ევროპარლამენტის პრეზიდენტი ჩავიდა.
რატი ხვისტანი და დათო ცირიკიძე მუშაობენ უკრაინის დედაქალაქში.