მკვლელობა ხადას ხეობაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობა იყო და არა უბედური შემთხვევა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1998 წელს დაბადებული პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას თოფიდან გასროლით მოკლა მამა-შვილი, ხოლო დედა გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა.

დაკავებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება.