თბილისის საკრებულოში უკრაინის მოქალაქეებს უმასპინძლეს. მერიის ინიციატივით ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გამართა. კახა კალაძემ მათ გადაწყვეტილებები გააცნო რომლის მიხედვით, უფასოდ შეუძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მუზეუმებით, თეატრებით და აუზებით სარგებლობა. პატარებს კი საბავშო ბაღებში დაუბრკოლებლად მიიღებენ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.