მირზა სუბელიანს, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

12:25, 11.06.2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი  მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და ასევე მიიჩნია, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და  პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი პატიმრობაში დატოვა. სუბელიანის უფლებადამცველები 5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა  30 ივლისს გაიმართება.

 

მსგავსი