მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

15:24, 25.09.2026

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების შედეგები, პარასპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქართული პარალიმპიური მოძრაობის ბოლო წლების პროგრესზე. მისი თქმით, თუ 2012 წლამდე საქართველოში პარალიმპიური სპორტის ორი სახეობა ვითარდებოდა და ქვეყანას მხოლოდ სამი პარასპორტსმენი ჰყავდა, დღეს პარასპორტის 15 სახეობაში 300-ზე მეტი სპორტსმენია ჩართული.

მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია.

მსგავსი