მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში ექიმთა კონსილიუმი მოინახულებს

12:02, 20.11.2021

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმთა კონსილიუმი მოინახულებს. კონსილიუმის წევრები მსჯავრდებულის მდგომარეობას შეაფასებენ და კლინიკის ექიმებთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა თითქმის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ.

ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. რა შეიცვალა გუშინდელის შემდეგ, ნინო ფისაძე გვიერთდება გორიდან პირდაპირ ეთერში – თუ არის ცნობილი, როგორია მსჯავრდებულის მდგომარეობა და როდის დაიწყებენ ექიმები პაციენტის შემოწმებას.

მსგავსი