რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეზე – მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა. სასამართლოზე ორივე მხარემ შუამდგომლობები დააყენა.
დეტალებს თეონა ხუბულავა გაგვაცნობს.