მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. დღეს უნდა ემსჯელათ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე. სხდომაზე წაიკითხეს პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილი, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს შეთავაზეს პროცესზე დასწრება როგორც უშუალოდ დარბაზში, ისე დისტანციურად, მაგრამ სააკაშვილმა უარი განაცხადა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
პროცესზე წარმოდგენილი იყო წერილი კლინიკა „ვივამედიდანაც“, სადაც აღნიშნულია, რომ მისი მონაწილეობა არ არის მიზანშეწონილი. მომდევნო სხდომა 20 სექტემბერს ჩაინიშნება.