მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. დღეს საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე უნდა ემსჯელათ. სხდომაზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან და კლინიკა „ვივა მედიდან“ წარდგენილი ცნობები წაიკითხა, სადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყო საუბარი. მომდევნო პროცესი 24 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.