მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებულ გია ლორთქიფანიძის ადვოკატს, ბრალის დადგენილება უკვე გადაეცა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში არ იმყოფება და ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გუშინ დაიწყო.
გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სხვა პირებთან ერთად ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.