მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილმა საკვების მიღება შეწყვიტა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ვივამედის“ კლინიკის დირექტორმა ისაუბრა. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ თუ პაციენტი შიმშილობას გააგრძელებს, ეს მის მდგომარეობას მკვეთრად დაამძიმებს. შვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა დღეს კლინიკაში გიული ალასანია.