როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს „ვივამედში“ გამოკვლევებზე. ყოფილმა პრეზიდენტმა კლინიკაში გადასვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე პირობა წამოაყენა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ოჯახის წევრებს, პირად ექიმსა და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ „ემპათიიდან“.
მმართველი გუნდის შეთავაზებას დადებითად აფასებენ ოპოზიციონერი დეპუტატები, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ განმარტებით, დღის წესრიგში რჩება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროება.