რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინის ზურგს უკან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ინტერვიუში ისაუბრა. პოდოლიაკის თქმით, ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია იქამდეც კი, რომ მიიღონ გაფრთხილება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ, მაგრამ არანაირი მოლაპარაკება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.“ ჩვენი პარტნიორები იცავენ პრინციპს „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, – აცხადებს მიხაილ პოდოლიაკი.