მესტიაში 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილობრივების განცხადებით, ინციდენტი მესტიის ცენტრში, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები ტარდება.