„გრემის“ მფლობელი არტისტი უნიკალური ვოკალით ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. მეისი გრეი თბილისში 31 დეკემბერს იმღერებს. ლეგენდარული ამერიკელი არტისტი ქართველი მსმენელის წინაშე ექსკლუზიური საახალწლო ლაივ კონცერტით წარდგება. მუსიკოსი, რომლის კარიერაც ათ სტუდიურ ალბომსა და მილიონობით გაყიდულ ჩანაწერს ითვლის, ჩვენს ქვეყანას მეორედ ესტუმრება.