მორიგი მასირებული საჰაერო შეტევა უკრაინაზე.
ქვეყნის რამდენიმე ქალაქი და ოლქი, მათ შორის დედაქალაქი დღეს სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა. არიან დაღუპულები. ოფიციალური მოსკოვი სხვადასხვა ქალაქზე ერთდროულად მიტანილ ავიაიერიშს ბრიანსკის რეგიონში მომხდარ თავდასხმაზე პასუხად აცხადებს. კიევი დასავლელი პარტნიორების მისამართით შეიარაღების დროულად მიწოდების თხოვნას ააქტიურებს. ამ კუთხით უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო.