მარიხუანის უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

18:12, 08.09.2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ პირს, რომელიც პოლიციის თანამშრომელია, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა პატრულ-ინსპექტორი 6 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ეზოდან ამოღებულია მის მიერ დათესილი და მოყვანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თოთხმეტი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი