საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა – შეფასებები
დღეს, 14:00 საათიდან, საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას განაახლებს. დღეიდან სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის ეტაპი იწყება. მოსარჩელე მხარე დეტალურად წარადგენს მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რატომ მოითხოვს ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის აკრძალვას.
არგუმენტებს შორის არის სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არაღიარება და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება. ოპოზიციური პარტიები სარჩელს პოლიტიკურ დევნად აფასებენ. საბოლოო გადაწყვეტილება საქმის წარმოებაში მიღებიდან ცხრა თვის ვადაში გამოცხადდება.