დაკავება მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით

12:30, 26.10.2026

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 11 929 კვადრატულ მეტრს, ხოლო საერთო ღირებულება 1 025 719 ლარს აღემატება. დანაშაული, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მსგავსი