მანანა მენაბდე მახათას მთაზე დაკრძალეს

15:30, 04.09.2025

მანანა მენაბდე მახათას მთაზე დაკრძალეს. დილიდან კი მისი სამოქალაქო პანაშვიდი კინომსახიობთა თეატრში მიმდინარეობდა. მანანა მენაბდე დები იშხნელების ოჯახში 1948 წელს დაიბადა. კარიერის დასაწყისში კონცერტებით მოგზაურობდა ორკესტრ „რეროსთან“ ერთად. მუსიკოსი მსმენელს ქართული და ევროპული სიმღერების, რომანსებისა და ნაწარმოებების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა.

მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში – „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა, რომელმაც 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. ფილმში მანანა მენაბდე თვითონვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.

მანანა მენაბდე თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზჯგუფებთან „შინ“ და „ადიო“. იყო საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორი.

მსგავსი