მამუკა მდინარაძის განცხადება

მმართველი გუნდი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში გაემგზავროს, – განაცხდა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, აღნიშნული დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და მისი ვიზიტი დამოკიდებული იქნება იმ პასუხებზე, რომელიც უკრაინამ უნდა გასცეს საქართველოს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.