ლუკა გაბუნიას საზოგადოების დახმარება სჭირდება
19 წლის ლუკა გაბუნიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან მარცხენა ხელი დაკარგა, ახლა კი შესაძლოა მისთვის ფეხის ამპუტაცია გახდეს საჭირო. ლუკა ამჟამად თურქეთში იმყოფება, მისი სიცოცხლის გადასარჩენად კი რამდენიმე ძვირადღირებული ოპერაციაა საჭირო, რომელთა საერთო ღირებულებაც 85 ათასი დოლარია. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.