ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი

დედაქალაქის საკრებულოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. უფლებადამცველი ხაბეიშვილის აღმკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება.

სასამართლომ გუშინვე ასევე იმსჯელა „ქართული ოცნების“ წევრების საქმეზეც, რომლებსაც ხაბეიშვილის ცემას ედავებიან. მმართველი პარტიის წევრებს სასამართლომ გირაო შეუფარდა, თუ საქმის ძიების დროს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვლება, ბრალდებულები დეპუტატის მანდატს დაემშვიდობებიან.