ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვა

დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, საქმე ეხება სავარაუდო თაღლითურ სქემას ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ათეულობით ოფისში დასაქმებული მოქალაქეები უცხოელებს ყალბ აქციებში სხვადასხვა თანხის ჩადებას სთავაზობენ.

მისივე მტკიცებით, აღნიშნულ საქმეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი, უჩა მამაცაშვილი მფარველობს.