ეროვნულ ბიბლიოთეკაში აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის დაფუძნების აღსანიშნავად, მიღება გაიმართა. მიზანი საერთაშორისო სამართლის სტანდარტების გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის უცხოეთში ცნობადობის გაზრდაა. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, დაგეგმილია ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის ჟურნალის დაბეჭვდა, რომელიც ქართულ-ინგლისურ ენაზე პერიოდული გამოცემა იქნება.
გარდა ამისა, ფონდმა ალექსიძის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი დააფუძნა. ღონისძიებას სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.