„ლელო“ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიოს უკრაინის პრეზიდენტი. სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი მიწვევის უფლება რეგლამენტის გათვალისწინებით შალვა პაპუაშვილს აქვს.
დეპუტატი განმარტავს, რომ პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შედის ქვეყნის ინტერესებში, რადგან უკრაინა და საქართველო ევროინტეგრაციის გზას ერთად გადიან. სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკურმა მხარეებმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ და პარტიული დაპირისპირება გვერდზე გადადონ.
„ლელოს“ ინიციატივას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს.