„ლეიბორისტული პარტია“ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიისთვის გაფორმებული ხელშეკრულებისა და მიწის უსასყიდლოდ გადაცემის სამართლებრივ საფუძვლებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. სარჩელი სასამართლოში დღეს ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა.
პარტია მიიჩნევს, რომ მთავრობის განკარგულება, ჰესისთვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ გარემოსდაცვით უფლებებს. „ლეიბორისტები“ სახელმწიფოსთვის მიწის დაბრუნებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი, „ნამახვანჰესზე“ სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.