ლეგენდების მატჩი თბილისში – 21 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ლეგენდების ნაკრები მილანის ლეგენდებს დაუპირისპირდება. მატჩის გამართვა დღეს ოფიციალურად გადაწყდა. ზუსტი შემადგენლობები ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ 21 სექტემბრის მატჩში ქართველი გულშემატკივარი მსოფლიო ფეხბურთის არაერთ ლეგენდას იხილავს. მათ შორის იქნებიან მილანიდან – კაფუ, დიდა, რივალდო, კაკა, ზეედორფი. საქართველოდან კი – ძმები არველაძეები, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე და დავით მუჯირი.
ლეგენდების მატჩის დეტალებზე მილანიდან ლუკა ჭოჭუა ისაუბრებს.