ლეგენდარული ტაიგერ ვუდსის დაბრუნება #ტაიმაუტი

ლეგენდარული გოლფისტი ტაიგერ ვუდსი აქტიურ სპორტში დაბრუნდა. ამერიკელმა სპორტსმენმა წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ მონაწილეობა ოგასტას მასტერის ტურნირზე მიიღო. შეგახსენებთ რომ ვუდსი გასული წლის თებერვალში მძიმე ავტოავარიაში მოყვა, ექიმების წინასწარი ვარაუდით, ლეგენდარული გოლფისტი სიარულს ვერ შეძლებდა. ერთწლიანი აღდგენითი თერაპიის შემდეგ 46 წლის სპორტსმენი პრესტიჟულ ტურნირებში თამაშს კვლავ აპირებს.

ტაიმაუტი