ლავროვი-რუბიოს შეხვედრა
უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩიხის დასაძლევად საჭიროა ახალი იდეები – განაცხდა მარკო რუბიომ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. ამერიკა რუსეთის მორიგი შეხვედრა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა ფილიპინების დედაქალაქში. მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში მიმდინარე ომი სულელურ და უაზრო ომად მიაჩნია და უკრაინასთან შეთანხმების შესაძლებლობა თუ გაჩნდება, აშშ მზად არის, იმოქმედოს.