ლაშა შავდათუაშვილმა დენის იარცევი დაამარცხა

მინსკში მიმდინარე ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში რუსი სპორტსმენი, პუტინის ფავორიტი ძიუდოისტი დენის იარცევი დაამარცხა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის ბედი დამატებით დროში გადაწყდა.

ლაშამ მოწინააღმდეგეს ეფექტური გდება გაუკეთა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც შავდათუაშვილი დაპირისპირებაში იარცევს ამარცხებს.

პირველად რუსი სპორტსმენი იარცევი რიოში გამართულ ოლიმპიადაზე დაამარცხა. მაშინ ლაშა შავდათუაშვილმა ამ გამარჯვებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შავდათუაშვილის მეტოქე ნახევარფინალში შვედი სპორტსმენი იქნება.