ლაშა შავდათუაშვილის მორიგი ოქრო. ქართველი ძიუდოისტი თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის გამარჯვებულია. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანი 32 წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ტურნირის ჩემპიონი გახდა ეთერ ლიპარტელიანიც, რომელმაც კანადელი მეტოქე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.