საქართველოს ჰიმნი საფრანგეთის დედაქალაქში და პირველი ოქროს მედალი პარიზის ოლიმპიადაზე. ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მიიღო. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ცოტა ხის წინ ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა და ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა.
ფინალურ შეხვედრაზე არანაკლებ დაძაბული და თან ემოციური იყო ნახევარფინალიც, სადაც ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ტრისტან მოსახლიშვილს დაუპირისპირდა. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა სამხრეთ კორეისა და ბულგარეთის წარმომადგენლებს სძლია.
მეხუთე საშეჯიბრო დღე განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა საფრანგეთში მყოფი საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის. 24 წლის ლაშა ბექაურმა დღეს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. საქართველოს ოლიმპიადაზე უკვე ორი მედალი აქვს – გუშინ ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი აიღო.