კურსკის ოლქში დრონებით იერიშის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატით იერიშის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. როგორც კურსკის ოლქის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი აცხადებს, უკრაინულმა დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოაგდო. მისივე თქმით, მომხდარის შედეგად ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან. ცეცხლი 400 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიას მოედო.