კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე

12:30, 20.05.2026

„გვაქვს უთვალავი ფერითა“ – რუსთაველის თეატრში ამ სახელწოდებით გაიმართა კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. შესრულდა როგორც ქართული, ისე სხვადასხვა ხალხური ტრადიციით შთაგონებული მუსიკალური ნაწარმოებები, ვოკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები. მაყურებელმა იხილა ნაწყვეტები ქართული და აზერბაიჯანული სპექტაკლებიდან. კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე კულტურათშორისი დიალოგის გაღრმავებას, მრავალფეროვნების აღიარებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად.

მსგავსი