ხვალ მოსკოვი უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას ოფიციალურად გააფორმებს.
ხერსონი, ზაპოროჟიე, ლუგანსკი და დონეცკი – უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ ხვალ კრემლში ახალი ტერიტორიების შეერთების შესახებ შეთანხმებებს ხელს მოაწერენ. ევროპაში ამ მოცულობის ტერიტორიის ძალის გამოყენებით ანექსია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არ მომხდარა. კონფლიქტის ესკალაცია, რომელსაც შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს – ასე ფასდება დასავლეთის მხრიდან პუტინის გადაწყვეტილება. აშშ და ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დასაწესებლად ემზადებიან.