კორონავირუსი - ​ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში დღეს კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოცდახუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ორი შემთხვევა ბათუმში დადასტურდა. ერთი იმპორტირებულია, მეორე კი ქობულეთში ბოლოს დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტია. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

ორი ინფიცირებული შეიყვანეს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის თქმით, რუხის კლინიკაში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი მკურნალობს. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ასევე 47 წლის მამაკაცს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობს. ინფორმაციას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი  ადასტურებს. მამაკაცი რუსთავში ცხოვრობს, მან მომატებული ტემპერატურით რუსთავის „ცხელების ცენტრს“ მიაკითხა. ამჟამად ეპიდემიოლოგები კონტაქტების დასადგენად მუშაობენ.

ამ დროისთვის ქვეყანაში 1 469 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 221 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 924 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209 ადამიანი.

დატოვე კომენტარი