კონსულტაციები გრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებთან დაკავშირებითაც. ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს ხვდებოდა.
შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ კანონპროექტის პირველადი ვერსია გააცნო, თუმცა, შემოთავაზებულ ვარიანტს მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. მათი განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ინტერესებს ატარებს.
განხილვაზე საკუთარი შეთავაზებით მივიდა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”. თუმცა როგორც კოალიციის წარმომადგენელმა განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ მათი წინადადებები არ გაიზიარა. საბოლოოდ გიორგი მშვენიერაძემ სამუშაო ფორმატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.