კონცერტი  „მუსიკა შენს ფანჯრებთან“

„აქსის თაუერსმა“ „კონცეპტ არტის“ პროექტს – „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ უმასპინძლა. მომდევნო გაჩერება კი გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში იგეგმება. მსმენელის ფანჯრებთან „აქსის თაუერსის“ ტერასაზე ბექა გოჩიაშვილმა დაუკრა ნიკოლოზ რაჭველთან, ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად.

„თუკი შენ ვერ მიდიხარ კონცერტზე, კონცერტი მოვა შენთან“ – ასეთია საავტორო კონცეფცია, რომლის მიზანია, გადაადგილების შეზღუდვის დროს, სახლებში მყოფ მოსახლეობას მოძრავი სცენით ეწვიოს საკუთარ ეზოში და გაუმართოს კონცერტი მათთვის ძვირფას არტისტებთან ერთად. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერითა და პატრონაჟით ხორციელდება.