კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
კლინიკა ლანცეტის დირექტორს, ფარმან ჯეირანლის მოსამართლემ ექვსი წლით თავისაუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს თაღლითობის მუხლით. გამოძიების ინფორმაციით, ფარმან ჯეირანლი პაციენტების დიდი ოდენობით თანხას მოტყუებით დაეუფლა.
საუბარია კლინიკაში ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციაზე, რის შედეგადაც, ორი პაციენტი გარდაიცვალა.
კლინიკის დირექტორი საქმის მეორე ეპიზოდში გამართლდა, სადაც პროკურატურა ჯეირანლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა.
მხარეები განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.