კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში
აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 21–24 აპრილს, ბათუმი მასპინძლობს საერთაშორისო ფესტივალს სახელწოდებით – „კლასიკური კონცერტები ბათუმში“. 21 აპრილს, 20:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალი გაიხსნება კონცერტით „კლასიკური ჰარმონია“, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი პიანისტი ელენ მერსიე და ვირტუოზი მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი. ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებს კლასიკურ კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობენ მსოფლიო დონის შემსრულებლები. გალასაღამოებზე შესრულდება ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ფესტივალის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.