კლასიკური მუსიკის ფესტივალი ზუგდიდში
ზუგდიდი უკვე მეოთხედ კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი, დირიჟორი ნიკა ნიკვაშვილი და მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები. ფესტივალს საფუძველი 2022 წელს ჩაეყარა, მისი ორგანიზატორი კი ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრია.