თბილისსა და ბათუმში, კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
ოფიციალური ინფორმაციით, საერთო ჯამში 28 პირია დაკავებული. მათგან 27 ადმინისტრაციული წესით, ერთი კი სისხლის სამართლის მუხლით. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს, მათ შორის რამდენიმე პოლიციის სამმართველოში იმყოფება.
ადგილზე გიორგი კობერიძე მუშაობს და ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება. ხომ არ მოსულან სამმართველოსთან დაკავებულების უფლებადამცველები.