კიევის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მსჯელობს

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე? – უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალზე კიევის სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

პროკურატურა ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვს ელექტრონული სამაჯურის სავალდებულო ტარებით. დაცვის მხარემ პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა.

მიხეილ სააკაშვილს თავდებში უმაღლესი რადას 12 დეპუტატი უდგება. თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს პუტინის სამხედრო ტყვედ აცხადებს, სასამართლოს კი, ფარსს უწოდებს.