"ხორავას ქუჩის საქმეზე" საგამოძიებო კომისიამ გამოკითხვების ძირითადი ნაწილი დაასრულა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოკითხვების ძირითადი ნაწილი დაასრულა. პარლამენტში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს უსმენდნენ.
კომისიის წევრები თეა წულუკიანსაც შეხვდნენ, თუმცა, იუსტიციის მინისტრთან საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ერთი კითხვის შემდეგ დასრულდა.
შორენა ხვიჩია განაგრძობს პირდაპირ ეთერში თემაზე საუბარს.