ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია პედაგოგების გამოკითხვას იწყებს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ამ წუთებში პედაგოგების გამოკითხვას იწყებს. მანამდე კი სხდომა დაპირისპირების ფონზე წარიმართა. “ქართული ოცნების” წევრებმა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები პროცედურების დარღვევაში დაადანაშაულეს.
“ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ კი განაცხადა, რომ პოლიციის საქმიანობაში დარღვევები იკვეთება.
რამ გამოიწვია უთანხმოება სხდომაზე, ამას გიორგი კობერიძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.