"ხორავას ქუჩის საქმეზე" დაკავებული მოზარდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული მოზარდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს. დ.ღ.-ს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, რის შემდეგაც, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მიმართა.
ბრალდება პატიმრობას ითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვენ.
თემაზე გიორგი კობერიძე მუშაობს და დეტალებს ახლა სწორედ ის გაგვაცნობს – თუ გაკეთდა განცხადებები პროკურატურისა და დაკავებულის უფლებადამცველების მხრიდან?