ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება

15:23, 09.05.2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.

სხდომაზე საქმის გამომძიებლები და ბრალდების მხარის ერთი მოწმე იკითხება, რომელიც შემთხვევის ადგილას კომერციულ ობიექტს ფლობს.

სხდომაზე ასევე იმ ვიდეოჩანაწერს აჩვენებენ, რომელზეც კონფლიქტის ადგილზე მისვლის დეტალებია ასახული.

მსგავსი