ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი იკითხება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი იკითხება. მას ბრალად ედება ორი არასრულწლოვნის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა. ამ დრომდე საქმის არცერთი ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა.

შეგახსენებთ, წინა სხდომაზე დასრულდა პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა, რის შემდეგაც იწყება უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.