ხერსონის ოლქის დასახლებაზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა 

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბერისლავის დასახლებაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, დანგრეულია კერძო სახლები – ინფორმაციას ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. მისი თქმით, დაშავებული სამი ადამიანიდან, ერთი პოლიციელი, ორი კი სამოქალაქო პირია. ამასთან, რუსულმა ძალებმა კიდევ ერთი ავიაიერიში სოფელ ლვოვოეზე განახორციელეს, რის შედეგადაც 67 წლის მამაკაცი დაიღუპა. მოგვიანებით, ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მრაჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა ხერსონის საარტილერიო დაბომბვაც განახორციელეს, რის შედეგადაც მინიმუმ 6 ადამიანი დაშავდა.